1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნაქირავებში ცხოვრობდნენ, ქმარი უმუშევარი იყო, ფინანსური პრობლემები ჰქონდათ - „2 კვირის წინ ქეთი სახლიდან გამოიქცა, მაგრამ...“

მკვლელობით დასრულდა ოჯახური კონფლიქტი ახალგაზრდა წყვილს შორის - 22 წლის ფეხმძიმე ქეთი კეპუაძე მეუღლემ სამზარეულოს დანით მოკლა. დანაშაული ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგა გზირიშვილმა 5 სასიკვდილო ჭრილობა ცოლს, პატარა შვილის თვალწინ მიაყენა. 

ნათესავები ყვებიან რომ ეს არ იყო პირველი უთანხმოება ახალგაზრდებს შორის. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ოჯახს მძიმე ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა. გოგა გზირიშვილი უმუშევარი იყო.

„2 კვირის წინ კონფლიქტის გამო წამოვიდა სახლიდან და ერთი კვირა ჩემთან იყო სახლში. მერე მისი ქმარი მოვიდა და წაიყვანა“, – უთხრა "მთავარს" ოჯახის ახლობელმა.

ტრაგედიის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. პოლიცია ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გზირიშვილის ნაქირავები ბინიდან ხმაური და ქალის განწირული კივილის ხმა გაიგეს. 

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ფეხმძიმე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები