1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი.. უნდათ, მისგან განტევების ვაცი გამოიყვანონ - დავით კუტალაძე ლექსო ლაშქარავაზე

 

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი - ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტზე, მირანდა ბაღათურიაზე, თავდამსხმელმა, დავით კუტალაძემ, დღეს მისი ძალადობის გამართლება ტრადიციების სიყვარულით ახსნა. 

მათ დაგვაბრალეს, რომ გართულება გვაქვს ფერად ტანსაცმელზე, გრძელ თმებზე. ხუთ ევროპულ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, არასდროს მქონია პრობლემა მათ გამოვლინებაზე"- თქვა სასამართლო პროცესზე დაკავებულმა.

მისივე თქმით, ის " ქართველი გულანთებული კაცია, რომელიც ტრადიციების წაბილწვას არავის დააშვებინებს".

მოძალადე ორკი ამბობს, რომ ლაშქარავა ძალადობის შედეგად არ გარდაცვლილა:

ჟურნალისტებმა დამაბრალეს, იმ ადამიანის, ღმერთმა გაანათლოს, მისი სიცოცხლის ხელყოფა. დადეს განცხადება, რომ სახის ძვლები აქვს დამტვრეული, ყბა მოტეხილი და ტვინის შერყევა. შემდეგ ვნახეთ, როგორ გამოდის ადამიანი შოუებში და ამბობს, რომ მას არაფერი სჭირს. დადის სრულიად ჯანმრთელი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 6 დღის შემდეგ იდება ვიდეოები, როგორ შედის აფთიქში და როგორ ბრუნდება არაფხიზელ მდგომარეობაში. უნდათ, მისგან განტევების ვაცი გამოიყვანონ, რომ ეს ადამიანი ჩვენ მოვკალით, რომ ამაზე თავისი ბოროტი განზრახვები აეგორებინათ "- თქვა კუტალაძემ. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები