1 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“დაკეტილი მაღაზიების მიუხედავად, ერთი ადამიანი არ გაუშვია, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არავინ დარჩენილიყო შემოსავლის გარეშე” – ეკა ხოფერია ვახტანგ ფხაკაძეს ემოციურად იხსენებს

ჟურნალისტი ეკა ხოფერია ცნობილი ბიზნესმენის, ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხოფერია ემოციურად იხსენებს ბიზნესმენს და თანაგრძნობას გამოხატავს გარდაცვლილის ოჯახისა და გუნდის მიმართ.

“ვახტანგ ფხაკაძე გარდაიცვალა…. წაგვართვა ეს საოცარი ადამიანი კოვიდმა.
თავს უფლებას ვაძლევ ჩემი თავი მის მეგობრად ჩავთვალო, რადგან მართლა ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებდა, გარდა საქმიანი ურთიერთობის და აი ასეთი ლამაზი მიღებების.
უნიკალური ადამიანი, რომელმაც სილამაზის მთელი სამყარო შექმნა “ლუტეცია” ჯგუფის ქვეშ. უდიდესი გეგმებით წინ .
ცუდად რომ გახდა და დამძიმდა სულ ვამბობდი ჩემთვის, რომ შანსი არაა, გადარჩება, იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული , მინიმუმ ასი ადამიანის გასაკეთებელი….
კოვიდი რომ დაიწყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ერთი ადამიანი არ გაუშვია სახლში, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას სამსახური ჰქონოდა და არავინ დარჩენილიყო შემოსავლის გარეშე, ჰო დაკეტილი მაღაზიების მიუხედავად.
საახალწლოდ ჩვეულებრივი სარეკლამო კამპანია არ მექნებაო , არ მინდა არ მერეკლამება, მათ დავეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდაო. ეს თქვა.
მარტის თვეში “ლუტეციას” გმირებად არა ცნობილი ადამიანები, არამედ ქალები ეკრანს მიღმა აარჩია, განსაკუთრებული საჩუქრებით და მათზე ისტორიებით პატარა ვიდეოები გადაიღეს ძალიან მაგარ გოგოებზე და ამაყობდა ამით…
არ ვიცი, რომელი ერთი დავწერო, ის, რაც მე ვიცი… ახლა ინბოქსს ვათვალიერებდი, სულ რაღაც სასაცილო ისტორიებს მიგდებდა, კორონა მეგრელებს და ზესტაფონელებს არ ეკარებაო-ყვებოდნენ ამ ისტორიებში))) რაღაცნაირად მამხნევებდა და ის, რომ მართლა რთული დროის მიუხედავად, სექტემბრის სითით გამოვედი, მისი დამსახურებაა. ოღონდ ეს ცხადია მისგან არც გამიგია… მერე ვაპირებდი საახალწლოდ პირველი ვიდეოვლოგი მასზე გამეკეთებინა, რაღაცეებს ვუთანხმებდი, სამუშაო სათაურით, კაცი, რომელმაც ამ ქვეყანაში სილამაზის და მშვენიერების ინდუსტრია შექმნა…. ინტუიტიურად მომავალი სითის სარედაქტოროშიც მას ვახსენებ, კი ვიცოდი, რომ მძიმედ იყო, მაგრამ ხო გითხარით, თავს არ ვუტყდებოდი, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო.
ვერაფერი დავწერე გუშინ და მთელი ღამე აი ამ ძალიან მაგარ კაცზე მეფიქრებოდა, რომელიც არანაირად, არც ერთი წესითა და კანონით , არ იმსახურებდა სიკვდილს….
ჩემო ძვირფასებო, გაუფრთხილდით ერთმანეთს, ყოველი წამი დააფასეთ და იფიქრეთ თქვენზე და თქვენს ირგვლივ მყოფებზე…
ფოტოზე, მე და ბატონი ვახო იმ დროს, როცა ცხოვრება მართლაც სხვანაირი იყო.
ვუთანაგრძნობ მის არაჩვეულებრივ ოჯახს და მთელ გუნდს, რომელსაც ნამდვილად ძალიან ძალიან მაგარი კაცი დაგაკლდათ.”-წერს ეკა ხოფერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები