1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა გვარამია - არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე, მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა

"მთავარი არხის" დირექორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე. მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა - ხმის ქურდები და რამიშვილი-ნაცვლიშვილის დიალოგი. არგუმენტი- ამ პერიოდში არ გქონდათ პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებაო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გვქონდა გაშვების უფლება წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით. წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა? - წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები