1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

საქართველოში 15 სექტემბრიდან სკოლები, პირველი ოქტომბრიდან კი საბავშვო ბაღები გაიხსნება

15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, შესაბამისად, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, როგორც თქვენთვის ცნობილია, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, შესაბამისად, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები.

ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლის შესახებაც მიღებულ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწოდებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები