1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დუშეთში წყვილმა ახალშობილი 5000 აშშ დოლარად გაყიდა - დაკავებულია სამი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5 000 აშშ დოლარი კი, ახალშობილის მშობლებს გადასცა. რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები