1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

პირბადის ტარება სავალდებულოა ლიფტებში, სავაჭრო ცენტრებში, ტრანსპორტში - სტატია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

თუ უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე ორ მეტრიან დისტანციას არ დაიცავენ, პირბადის გამოყენება სავალდებული იქნება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, მთავრობამ მიიღო დადგენილება, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი, თუ სად უნდა ატარონ მოქალაქეებმა პირბადე სავალდებულოდ.

„პირბადის ტარება აუცილებელი იქნება საჯარო და კერძო ოფისებში შეხვედრის გამართვის დროს, სადაც შეუძლებელია ორ მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. მაგალითად, უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე, თუკი შეუძლებელი იქნება ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება აუცილებელია. ასევე შეხვედრებზე თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია პრეზენტაციის გაკეთებისას პირბადე არ გაიკეთოს, მაგრამ როცა დისტანცია დაცული აღარ იქნება, პირბადე უნდა გაიკეთოს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პირბადის ტარება სავალდებულოა ლიფტებში, სავაჭრო ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. მეზვრიშვილის განმარტებით, ჯარიმა არ შეეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობა არ აძლევს საშუალებას და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირბადის არტარება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20, ხოლო იურიდიულის 500 ლარით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები