1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალი, რომელიც უნაყოფობაზე მკურნალობდა, იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა

 დიდი ბრიტანეთის ქალაქ იფსვიჩის მკვიდრი, რომელიც თითქმის 10 წელი უნაყოფობაზე მკურნალობდა დაწესებულ იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა.

 29 წლის შენონ სტილს 15 წლის ასაკში საკვერცხის პოლიკისტოზი დაუდგინეს, რაც ხშირად უნაყოფობას იწვევს. შენონისა და მისი 35 წლის ქმრის, მეტიუს მრავალწლიანი მცდელობების მიუხედავად, ქალი ვერ ფეხმძიმდებოდა.

 მარტში, როდესაც ქვეყანაში თვითიზოლაცია გამოცხადდა, შენონმა გაიგო, რომ ფეხმძიმედაა, შემდეგ ექიმმა წყვილს შეატყობინა, რომ ისინი სამ ტყუპს ელოდებიან.

 „საავადმყოფოში ვიზიტების გარდა, სახლიდან საერთოდ არ გავდივარ. სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო მეგობრებსა და ნათესავებს ვერ ვხვდები, რათა ეს ნანატრი პერიოდი მათთან ერთად გავატარო“, - აცხადებს შენონ სტილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები