1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ყალბი ჟურნალისტები, რომლებმაც გაუმართლებელი პულიცერის პრიზი მიიღეს რუსეთისთვის და იმპიჩმენტის თაღლითობისთვის, როდის აპირებენ, ჩააბარონ „შელახული ჯილდოები“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პულიცერის პრესტიჟული პრიზის მფლობელი ჟურნალისტები მათი „შელახული ჯილდოების“ ჩაბარებას აპირებენ, რათა ისინი ნამდვილმა ჟურნალისტებმა მიიღონ.

„როდესაც არსებობენ ყალბი ჟურნალისტები, რომლებმაც გაუმართლებელი პულიცერის პრიზი მიიღეს რუსეთისთვის, რუსეთისთვის, რუსეთისთვის და იმპიჩმენტის თაღლითობისთვის, როდის აპირებენ ჩააბარონ მათი შელახული ჯილდოები, ისე რომ ისინი ნამდვილ ჟურნალისტებს გადაეცეთ, ვინც მიხვდა, რომ ასე სწორი იქნება. სახელებს გეტყვით, ბევრნი არიან!“, - წერს ტრამპი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოს, პულიცერის პრემიის, გამარჯვებულები წელს 4 მაისს გამოვლინდნენ. გამოცემა New York Times-მა საუკეთესო საერთაშორისო რეპორტაჟის კატეგორიაში გაიმარჯვა რუსეთის შესახებ მომზადებული სტატიებისთვის, სადაც საუბარია სხვადასხვა ქვეყნებში მის მიერ განხორციელებულ ჩარევებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები