1 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

  ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს.

 

  როგორც ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის დირექტორი ლოურენს მერედითი twitter-ზე წერს, ევროკავშირი 80 მილიონ ევროს სასწრაფო საჭიროებებისთვის გამოყოფს, ხოლო 883 მილიონ ევროს – მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამ თანხიდან 183 მილიონ ევროზე მეტს საქართველო მიიღებს.

 

  ეევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დასახმარებლად სულ 962 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს თანხა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ექვსი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად დაიხარჯება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები