1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საზარელი მკვლელობა თბილისში - 19 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა

თბილისში, ზაზაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია დედა-შვილი. ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მათივე თქმით, ნივთმტკიცებად ამოღებულია მკვლელობის იარაღი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო ქმედებები. გვამები პროზექტურაშია გადასვენებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული – მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია – 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა – 1974 წელს დაბადებული თ.ზ., თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები