2 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

"15 წლის მოზარდის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის I განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს, უფლებამოსილება შეუჩერდათ"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდის სავარაუდო ზეწოლის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, უფლებამოსილება შეუჩერდათ.


"თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.


საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს" 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები