0 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

HUAWEI-ს ახალმა კამერაფონმა BBC -სა და Forbes-ის უმაღლესი შეფასება მიიღო

ხუთიათასამდე მედიაგაშუქება წარდგენიდან 6 საათში, HUAWEI P30 სერიის სმარტფონები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

„სმარტფონი რომელიც  მომხმარებელს აძლევს ზუსტად იმას, რაც მას სჭირდება“. „ეს არის ის, რაც აკლდა მობილურების ინდუსტრიას". - ასე აფასებენ HUAWEI P30 სერიის სმარტფონებს მსოფლიოს წამყავნი მედია გამოცემები. გამოცემა Stuff-ის განცხადებით ახალი სერიის კამერის კონფიგურაცია არის კიდევ ერთი წინ გადაგმული  ნაბიჯი ინოვაციურ სამყაროში. ის ნამდვილად ცვლის წესებს ფოტოგრაფიაში.

დააფიქსირეთ შორს მყოფი ობიექტები, თუნდაც ეიფელის კოშკი სრული მასშტაბით და ამასთან ერთად, წარმოუდგენლად ახლოს - ეს უკვე შესაძლებელია 10x ჰიბრიდული, 50x ციფრული და 5x ოპტიკური  ზუმით, ინტერნეტ გამოცემა Beebom YouTuber -ი განმარტავს, რომ„კომპანია HUAWEI-მ დიდი ძალისხმევა ჩადო P30 Pro-ს სუპერ ზუმ კამერაში, რომელის შესაძლებლობებსაც  ვერცერთი ფლაგმანი ვერ გაუტოლდება. ის  საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონია“.

„HUAWEI P30 Pro-ს კამერების რაოდენობა, წყობა და  განლაგება შესაძლებელს ხდის,  დაბალი განათებისა და დიდი დისტანციის პირობებშიც კი,  ფოტოები გადაიღოთ,  კონკურენტებზე ბევრად უკეთესი ხარისხით. სულ მცირე შუქიც კი, საკმარისია P30 Pro-სთვის, რომ გადაიღოს განმაცვიფრებელი ფოტოები. ის ნამდვილად ცვლის თამაშის წესებს ფოტოგრაფიაში!" - ვკითხულბთ Stuff-ის სტატიაში.

HUAWEI P30 სერია უყურადღებოდ არცBBC-იმ დატოვა. CCS Insight-ის მობილურების ანალიტიკოსი, ბენ ვუდი იტყობინება: „ეჭვგარეშეა, რომ 5X ოპტიკური ზუმი გამორჩეული, ჯადოსნური ფუნქციაა, რომელიც კომპანიამ,SuperZoom-ის მქონე ლინზების, ახალი L ტიპის პერისკოპული არქიტექტურით მიიღო.ჩვენ მიერ ჩატარებული პირველადი ტესტების შედეგები ძალიან იმედის მომცემი აღმოჩნდა და თუ ყველაფერი დაგეგმილად წარიმართება, ინოვაციური კამერა  P30 სერიასნამდვილად გამორჩეულს გახდის, კონკურენტების ფონზე“.

 

HUAWEI P30 სერიის შესახებ იტყობინება Dailymail-იც და Forrester-ის ანალიტიკოსის, ტომას ჰასონის შეფასებას ახმაურებს: „Huawei P30 -ისა და P30 Pro-ს წარდგენით,კომპანიამკაფიოდ ახდენს  ტექნოლოგიური ლიდერის პოზიციის დემონსტრირებას, რომელიც  ხელოვნური ინტელექტის მქონე, ფოტოგრაფიული შესაძლებლობებით საუკეთესოა“.

როდესაც საქმე ცუდიგანათების პირობებში და ამასთან, ზუმით გადაღებას ეხება, Forbes-იHUAWEIP30სერიის შესაძლებლობებს უალტერნატივოს უწოდებს. Forbes –ის ანალიტიკოსს,ბენ სინს მიაჩნია, რომ „შეჯიბრი საჭირო არ არის,HUAWEIP30 Pro ამჟამად ლიდერია“. როდესაც ის შეადარეს iPhone XS-ს, Samsung Galaxy S10-სა და LG V40-ს, P30 Pro-ს,აღნიშნულმა მოდელმა  კატეგორიების უმეტესობაში გაიმარჯვა.

„შეგვიძლია ვიმსჯელოთ ან თუნდაც ვიდაოთ კიდეც, რომ ოთხივე მოწყობილობის მიერ გადაღებული ფოტოები ერთნაირად გამოიყურება, თუმცა როდესაც ვინაცვლებთ უფრო ცუდი განათების პირობებში, HUAWEI P30 Pro-ს ლიდერობა კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება  - იმ დონემდე, რომ შეჯიბრი საჭირო აღარ არის”.

შეგახსენებთ, რომ კომპანია HUAWEI-მ მომხმარებლებს,  ახალი P30 სერიის სმარტფონები პარიზში, 26 მარტს  გამართულ ღონისძიებაზე  წარუდგინა. სრულიად განახლებული, მძლავრი და ულტრა მგრძნობიარე კამერათა სისტემით,  HUAWEI P30 და HUAWEI P30 Pro რადიკალურად ცვლის ფოტოგრაფიის წესებს. HUAWEI P30 სერიაში, ტრადიციულად, ლეიკასთან ერთად შექმნილი კამერათა სისტემა გვხვდება, რომელიც უახლესი სენსორებისა და გამოსახულების ავტომატურ რეჟიმში დამუშავების ტექნოლოგიით, პროფესიონალური გადაღების შესაძლებლობებს გვთავაზობს.

მსოფლიოში პირველი, ლეიკასთან ერთად შექმნილი, 4 ძირითადი კამერის მქონე HUAWEI P30 Pro აღჭურვილია 40 MP-იანი ულტრა ფართო ხედვის და 20 MP-იანი ფართო ხედვის ლინზებით. გარდა ამისა P30 Pro-ს კამერათა სისტემა მოიცავს  8 MP_იან ტელეფოტო ლინზას და TOF კამერას, რომელიც უფრო მაღალი სიზუსტით ზომავს ობიექტის სიღრმეს. შედეგად, გადასაღებ ობიექტზე ვიღებთ უფრო მკვეთრ ფოკუსს,  ფონი კი მრავალფეროვანი ეფექტების დახმარებით,  უფრო ბუნდოვანი ხდება.

P30 სერიაში ასევე გვხვდება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდით განბლოკვის შესაძლებლობა, უსადენო დამუხტვისა და რევერსული დამუხტვის ფუნქციები. 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიითა და უმძლვარეს პროცესორ, Kirin 980-ზე მომუშავე 4200 მილიამპერიანი ელემნტით, სმარტფონი საუკეთესო თანამგზავრია მოგზაურობის მოყვარულთათვის.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები