1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

“ნარკოტიკები ძალიან საშიშია… ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა”-პატრიარქი

„ნარკოტიკები ძალიან საშიშია… ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა,”-ამის შესახებ განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო ლოცვის დასრულების  შემდეგ გააკეთა. ილია მეორე კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის ლეგალიზებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არის მღელვარება ამ საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით მოსახლეობამ არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მხოლოდ მას შესტკივა გული ახალგაზრდების მომავალზე, რადგან იგივეს განიცდის ხელისუფლებაც, რომელზეც არის მთელი პასუხისმგებლობა.

„ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისეც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები