1 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი, არის პირდაპირი დარღვევა, როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე ადამიანური ნორმების"

აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი დაუშვებელია - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად, პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის და უკრაინიდან ჩამოსულ სტუმრები ესწრებიან.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 10 წლის წინ სწორედ არ შეფასდა ის რაც ხდებოდა საქართველოში. პრეზიდენტის თქმით, მაშინვე უნდა დარქმეოდა მომხდარს ყველაზე მძაფრი სახელი.

„თუ დავუბრუნდებით 10 წლის წინანდელ შედეგებს, შევხედავთ, რომ ჩვენ ყველას არ გვეყო ძალისხმევა ხშირ შემთხვევაში გამჭრიახობა იმისთვის, რომ შეგვეფასებინა იმ წუთას რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. აგრესორთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი პირდაპირ სიმართლის არ თქმა, არ დარქმევა აგრესიისა  იმაზე, რაც არის პირდაპირი დარღვევა როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე ადამიანური ნორმების თუნდაც  ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობების. ყველა პრინციპის დარღვევას უნდა მაშინვე დარქმეოდა  ყველაზე მძაფრი სახელი. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვების- ეს არის ომი იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დამოუკიდებლობის ნება და ეს იქნება ბოლომდე გატანილი,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები