1 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

თუ ბევრს ილაპარაკებთ ვინც დაჭერილია იმათაც გამოვუშვებთო - სარალიძემ პროკურორებთან ურთიერთობის დეტალებზე ისაუბრა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები უსმენენ. მკვლელობის ეპიზოდსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად ისაუბრეს ზაზა სარალიძემ და მისმა ადვოკატმა. ზაზა სარალიძემ მისი პროკურორებთან ზვიად ფხაკაძესა და იმედა გუგუშვილთან ურთიერთობის დეტალებზეც ისაუბრა.

„რაღაც დეტალებზე ვსაუბრობდით, ურთიერთგამომრიცხავ დეტალებზე, რომ მხოლოდ ეს ადამიანი არ იქნებოდა ჩემი შვილის მკვლელი. გუგუშვილის მიმართვა იყო ასეთი, თქვენ თუ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გამოვუშვებთ გარეთ! ამაზე ჩემი პასუხი იყო პირდაპირი,  გამოუშვით, პრობლემა არ არის. თუ დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, აზრი რა აქვს ერთი ან ორი ადამიანის დაკავებას? ამ სიტყვების მერე მივხვდი, რომ რთულად იყო საქმე. ან არ აპირებდნენ სრულფასოვნად გამოძიებას ან რაღაც ხდებოდა.

იმედა გუგუშვილს როცა ვუთხარი, რომ თუ სიმართლეს არ დავადგენთ შეიძლება (პირდაპირ ციტატას ვიტყვი) „მალალეტკების" ომი დაიწყოს. ეგ ჩემი პრობლემა არ არის, დაიწყოს არ იყოს პრობლემაო - ასეთი პასუხი გამცა, რამაც ძალიან გამაღიზიანა,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, პროკურორებს თავად სთხოვდა მოწმეების დაკითხვას, თუმცა ერთ კვირიანი ლოდინის შემდეგ დაბარებული მოწმეთა ჩვენებები გაურკვეველი მიზეზით იცვლებოდა. სარალიძე ეჭვობს, რომ მოწმეებზე გარკვეული პირები გავლენას ახდენდა.

„ერთ-ერთი მოწმე, მინდა აღვნიშნო მაღაზიის მეპატრონე, რომელიც სიმართლეს საუბრობდა, ზვიად ფხაკაძეს ვუთხარი, რომ დაიბარეთ სასამართლო პროცესზეო. არ ვიცი ზვიად ფხაკაძემ ან ვინმემ განახორციელა ზეწოლა ამ პირზე არ ვიცი, ფაქტია, მოწმემ შეცვალა ჩვენება“- აცხადებს ზაზა სარალიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები