2 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"მე გამოვდივარ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ და ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას" - დევდარიანი

მე გამოვდივარ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ, ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად - განაცხადა CIDA-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს შსს-სთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან„უკანასკნელი ორი კვირა ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახისთვის, სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ამ დღეებში სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ, რისთვისაც პირველ რიგში მათ ვუხდი ბოდიშს. 
მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს

მზად ვარ, ვიდავო ჩემი პატივის, ღირსების და ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე. მზად ვარ ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი ერთადერთი მიზანია, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე.

 მე გამოვდივარ იმ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოვლგვარი მტკიცებულების გარეშე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან. ხოლო თუ სინამდვილეში რა იყო ამ ყველაფრის უკან, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება და კონკრეტულად ჩემი რეპუტაციის განადგურება, ყველაფერს მოგახსენებთ იმ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც დღეს დავიწყე არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ღირსების, პატივის და რეპუტაციის გადასარჩენად“, - განაცხადა დევდარიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები