1 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუიციდამდე შესრულებული ნახატი და SMS - ოჯახის ვარაუდით, მოზარდი სასიკვდილო ინტერნეტთამაშმა იმსხვერპლა

ჩამოტვირთვა

სუიციდამდე შესრულებული ნახატი და მობილურიდან გაგზავნილი ბოლო შეტყობინება ის მთავარი მტკიცებულებაა, რის გამოც ოჯახი მიიჩნევს, რომ 15 წლის მოზარდი სასიკვდილო ინტერნეტთამაშის კიდევ ერთი მსხვერპლია. ბიჭის ცხედარი სახლში მისმა ძმამ აღმოაჩინა.

მომხდარს პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. ამავე მუხლით მეოთხე თვეა, მიმდინარეობს ნიკა პავლიაშვილის საქმის გამოძიებაც.  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში არასწორადაა მითითებული მოზარდის სიმაღლე, არ არის აღნიშნული სისხლის ჯგუფი და მოზარდის მაჯაზე ამოტვიფრული სიმბოლო ექსპერტიზის დასკვნაში მოხსენიებული საერთოდ არ არის.

„კურიერის“ არქივში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ათზე მეტი არასრულწლოვანის საეჭვო გარდაცვალების საქმეზე მომზადებული რეპორტაჟი ინახება. მათი ოჯახები ეჭვობენ, რომ მოზარდები თვითმკვლელობამდე საშიშმა ინტერნეტთამაშმა მიიყვანა, თუმცა ვერცერთ საქმეზე გამოძიებამ საეჭვო გარემოებები ვერ აღმოაჩინა. 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში თვითმკვლელობების რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები