1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ის ერთადერთი მილიარდერია, რომელმაც ქველმოქმედებაში იმდენი დახარჯა, რომ მილიონერად იქცა..

17 წლის ასაკში, ის არ მიიღეს კოლეჯში.

25 წლის ასაკში, დაეღუპა დედა.

26 წლის ასაკში მუცელი მოეშალა.

27 წლის ასაკში გათხოვდა. ქმარი მოძალადე აღმოჩნდა, ხშირად სცემდა. მიუხედავად ამისა, მისგან შვილი მაინც გააჩინა.

28 წლის ასაკში განქორწინდა და იტანჯებოდა მწვავე დეპრესიისგან.

29 წლის ასაკში, ის იყო თავშესაფარში მცხოვრები მარტოხელა დედა.

30 წლის ასაკში, თვითმკვლელობის ზღვარზე იყო.

31 წლის ასაკში გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი.

35 წლისას, ის უკვე 4 წიგნის ავტორი იყო.

39 წლის ასაკში ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა.

42 წლისამ, წიგნის გამოშვების პირველივე დღესვე გაყიდა, წიგნის 11 მილიონი ეგზემპლარი.

ის ერთადერთი მილიარდერია, რომელმაც ქველმოქმედებაში იმდენი დახარჯა, რომ მილიონერად იქცა.

ეს ერთადერთი ქალი, მსოფლიო ფენომენად აღიარებული ნაწარმოების, "ჰარი პოტერის" ავტორი ჯოან როულინგია, რომელიც  ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად ითვლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები