1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

რა არის სტოკჰოლმის სინდრომი ? - ისტორიული ფაქტები

  "სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს” -   ასე განიმარტება სინდრომი სახელწოდებით „სტიკჰოლმი“ და რომელსაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ დაავადებადაც განიხილავენ , მისგან განსაკურნებლად, კი ფსიქოლოგების ჩარევა  ხდება საჭირო.

   ხსენებულმა მოვლენამ თავისი სახელწოდება მიიღო რეალურ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 1973 წლის 23 აგვისტოს მოხდა. ამ დღეს, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, შეიარაღებული დამნაშავეები, რომლებიც ციხიდან გამოიქცნენ , ბანკის შენობაში შეიჭრნენ ოთხ მძევალთან ერთად. მათ შორის სამი ქალი და ერთი მამაკაცი (ბანკის მენეჯერი) იყვნენ. მომდევნო ექვსი დღის მანძილზე ისინი გამუდმებით ერთად იყვნენ ბანკის ბრონირებულ საცავში, საიდანაც დამნაშავეები ტელეფონით მოითხოვდნენ 3 მილიონ კრონს, ორ პისტოლეტსა და მანქანას.

 ამ ხნის განმავლობაში ტყვეებმა ბევრი რამ გადაიტანეს, თუმცა ნელ-ნელა გამტაცებლებს და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. იმდენად უჩვეულო, რომ ოპერაციის დასრულებისა და დამნაშავეების დაკავების შემდეგ ბანკის მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ გამტაცებლები იყვნენ საოცრად კეთილი და კარგი ადამიანები, უკლებლივ ყველა მძევალი კი ბოლომდე ცდილობდა მათ დაცვას. მოგვიანებით, ქალებმა აღიარეს, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდათ გამტაცებლებთან და პოლიციას მტრადაც კი თვლიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მათ ციხეში მიაკითხეს დამნაშავეებს და მათზე დაინიშნენ კიდეც.


მოცემულ მოვლენას ხსნიან როგორც ქვეცნობიერში არსებულ დაცვის მექანიზმს. ამ მექანიზმს ფსიქოანალიტიკოსმა ანა ფროიდმა (ზიგმუნდ ფროიდის უმცროსი ქალიშვილი) აგრესორთან იდენტიფიკაცია უწოდა.

აქედან გამომდინარე, როდესაც აგრესორსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობში, კომუნიკაციის მსგავსი ჰუმანიზაცია იჩენს თავს, ეს უტყუარი ნიშანია "სტოკჰოლმის სინდრომისა"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები