1 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

160-წლიანი ისტორია და მილიონნახევარზე მეტი ექსპონატი

ჩამოტვირთვა

დაარსების საინტერესო ისტორია, გრანდიოზულობა და რაც მთავარია ფონდებში დაცულია მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა. ეს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმია, მთელი თავისი სიძველითა და მილიონ ნახევრზე მეტი ექსპონატით. ეროვნულ მუზეუმში შემავალი მუზეუმებიდან ყველაზე ძველი სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი 1852 წელს დაარსდა. ნაგებობამ მშენებლობის პროცესში ბევრი არქიტექტორი გამოიცვალა. საბოლოოდ კი სამუშაოები ნიკოლოზ სევეროვმა დაასრულა. მასვე ეკუთვნის მუზეუმის ფასადის არქიტექტურაც. მშენებლობა 21 წელი გრძელდებოდა. მნიშვნელოვანია მუზეუმის საძირკველის აგებაც, რასაც საინტერესო ისტორია ახლავს თან. იმ პერიოდში სამშნებლო სამუშაოებს მეფის ნაცვალი, ვარანცოვ დაშკოვი ესწრებოდა. დაშკოვმა საძირკველში ნიკოლოზის ოქროსმონეტები ჩაყარა. მას მიბაძა მისმა ამალამაც. მშენებლობის დასრულების შემდეგ, უკვე აქტიურად იწყება საექსპედიციო სამუშაოები და რეზონანსული გამოფენები. პირველად ეროვნულ მუზეუმში მოკლული ვეფხვის ფიტული გამოიფინა. მუზეუმის თანამშრომელი მაშინდელი დმთავლიერებლების რეაქციებს იხსენებს. შემდეგ იყო არქეოლოგიური გათხრები და თრიალეთის თასის აღმოჩენა. ახალმა მუზეუმმა უკვე ბიძგი მისცა საექსპედიციო სამუშაოების დაწყებასაც. აქ არის ექსპონატები, რომელიც ასახავს საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბუნებას, ქართველი და კავკასიის სხვა ერების ყოფასა და კულტურას, უძველესი დროიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია პეტროგრაფიული, პალეონტოლოგიური, ფლორისტული და ფაუნისტური კოლექციები. 160 წელს მიღწეული კედლები ოქროს ფონს, საოკუპაციო მუზეუმსა და საგამოფენო დარბაზებს იტევს. საოკუპაციო დარბაზში ძველი და გასული საუკუნის ნივთებია თავმოყრილი. აქ შესვლისას აუცილებლად იგრძნობთ იმ ქარტეხილს, რომელიც საქართველომ წინა სუკუნეებსა და ახლო წარსულში გადაიტანა. აქვეა ოქროს ფონდი, სადაც უმდიდრესი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაპოვარი და სამონეტო განძია თავმოყრილი. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ქვეყნის წამყვანი 10 მუზეუმია გაერთიანებული. სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიუხედავად, ფასადი, თაღები და ქართული ორნამენტები ისევ შენარჩუნებულია. მალე, მუზეუმის გავლით ტურისტები და არა მარტო ისინი, რუსთველის გამზირიდან გუდიაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, რომლის სამუზეუმო ქუჩად გადაკეთება იეგეგმება. მუზეუმის ეზოში, უახლოეს პერიოდში, განთავსდება დახურული და ღია კაფეებიც. სალომე ჩანტლაძე, ეროვნული მუზეომის კოლექციების მენეჯერი, ისტორიის დოქტორი. დღეს უკვე სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი 160 წლისაა და მთელი თავისი სიძველით, მისი საგამოფენო დარბაზები კვლავ მნიშვნელოვან აღმოჩენებს ელის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები