0 8 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული გამოფენა გაიმართება

4-5 ივლისს, თბილისში, ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, Greda-ს და Invest In Network-ის თანაორგანიზებითა და თიბისის სპონსორობით,  საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი (Georgia Energy Exhibition and Forum - GEEF 2024) გაიმართება, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი.

გამოფენის მიზანია, ერთი მხრივ  ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი იქცეს საუკეთესო პლათფორმად ახალი პროდუქტების, თუ პროექტების ცნობადობის გასაზრდელად.

 

საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში შეკრებს სექტორის ყველა წარმომადგენელს საქართველოდან და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

ფორუმზე ხუთ ძირითადი თემის გარშემო გაიმართება დისკუსია:

  • 360 გრადუსიანი პერსპექტივა: საქართველო მწვანე ენერგიაზე გადასვლის გზაზე;
  • განახლებადი ენერგიის ფინანსირების შესაძლებლობები;
  • მზის ფოტოვოლტაიკური სისტემებისა და შენახვის საწყისი ნაბიჯები;
  • ქარის ენერგიის წარმატების მასშტაბირება;
  • ჰიდროენერგიის პოტენციალის მაქსიმიზაცია.
  • ფორუმს ეყოლება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სპიკერები, სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და კერძო კომპანიებიდან (GEDF, ESCO, EBRD, GRPH, Masdar და სხვა).

    გამოფენის მონაწილეები იქნებიან, როგორც მსხვილი, ისე შედარებით ახალი და მცირე ზომის კომპანიები. პრიორიტეტულად გამოკვეთილია მზის ენერგიის მიმართულება, თუმცა საინტერესო კომპანიები იქნებიან წარმოდგენილები ჰიდროს და ქარის  მიმართულებითაც, მაგალითად - კომპანიები: Shine Energy, Rey Energy, Intellcom-group, Copter Tech, Enovus Frosio Next , Ecoville Georgia, Geo Energy, CINK Hydro-Energy, Shtigen, Parvus Consulting , Step Energy, VDC და სხვა.

    ღონისძიების შესახებ მეტი დეტალის გასაგებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.energyexpo.ge

     

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები