2 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

 

რეკორდულად მაღალი სავალუტო შესყიდვების შემდეგ, წინა კვირაში სებ-მა 17.1 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის შესახებ ამ და სხვა უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით? აპრილის 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებით, უფრო მაღალია, რაც ცალკე აღებული, ფასების ზრდისა და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის გამყარების არგუმენტია. ინფლაციის მხრივ, მართალია მაისის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ჯამური დინამიკა პროგნოზთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა, მომსახურების სფეროში ფასების ყოველთვიური მატება შედარებით მაღალია. ეს ინდიკატორი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს რეალობაში, თიბისი კაპიტალის აზრით, შინაარსობრივად საბაზო ინფლაციის საზომთან ყველაზე ახლოა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წინა თვეებში ნორმალიზების შემდეგ, მომსახურების ფასების შედარებით მატება მაინც უფრო ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამაზე მიუთითებს მომსახურების ყველაზე მეტად გაძვირებული და გაიაფებული კომპონენტების გამორიცხვის შედეგად მიღებული ტენდენცია.

 

ამავდროულად, 2 ივნისის მდგომარეობით, ლარის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, საშუალო კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან უფრო მეტად დაახლოებას აჩვენებს. თუმცა, სხვადასხვა მკვლევარის მიერ ამ ინდიკატორის შეფასება სულ მცირე შესაძლებელია განსხვავებული იყოს.

 

მთლიანობაში, როგორც ყოველთვის, ლარის კურსის პროგნოზი არაერთ ახალ ინფორმაციაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, თუ რა იქნება თუნდაც ევრო/დოლარის წყვილის სამომავლო მიმართულება და სხვა. ამასთან, სადღეისოდ არსებულ შეფასებასა და ლარის მიმდინარე კურსზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ახლო პერსპექტივაში თიბისი კაპიტალის მოლოდინები, ადრინდელთან შედარებით, მართალია მცირე, მაგრამ მაინც გაუფასურებიდან ამჟამად უფრო ნეიტრალურისაკენ შეიცვალა.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები