1 7 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დღეიდან იწყება

ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით ლატარია იწყება. ლატარიაში მონაწილეობას იღებენ როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე აცრილი მოქალაქეები, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი პირებიც. შესაბამისი განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, „შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის“.

„ჯამური საპრიზო ფონდი იქნება 2 მლნ 800 ათასი ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი დაწყებული 100 ლარიდან. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი. ლოტოტრონის პრინციპით იქნება საბოლოო გათამაშება“,- განაცხადა ღიბრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები