0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი საპატიმროდან გაათავისუფლეს

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.

ჩოლოიანის საკითხზე ვადაზე ადრე გათავისუფლების („უდო“) კომისიამ იმსჯელა.

დაკავებული გამომძიებელი გუშინ გათავისუფლდა.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, მსჯავრებული გამომძიებლის გათავისუფლება კანონის საფუძველზე დადგენილი კრიტერიუმებით მოხდა.

როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად, პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ორჯერ იმსჯელა, პირველ შემთხვევში კანონდარღვევით, რაც სასამართლოში გასაჩივრდა.

„ჩოლოიანი გათავისუფლდა კანონის საფუძველზე, კანონით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარზე გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ სავალდებულოდ ხორციელდება მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა. შესაბამისად, პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ იმსჯელა რა აღნიშნულ საკითხზე, მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მარიანა ჩოლოიანის მიმართ, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივდა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით. სასამართლოში განხილვის შედეგად ბათილად იქნა ცნობილი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება და საბჭოს კვლავ დაუბრუნდა განსახილველად ეს საკითხი. სასამართლომ ბათილად ცნო საბჭოს გადაწყვეტილება იმის გამო, რომ კანონი იყო დარღვეული მარიანა ჩოლოიანის მიმართ. ამის შემდეგ საბჭომ იმსჯელა კანონის საფუძველზე და მიიღო მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები