1 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა.

„ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ცხრა მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები