1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 მოკლული საგარეჯოში - შსს ინფორმაციას ავრცელებს

შსს საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრებმა 85 წლის ო.გ. დააკავეს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" აცხადებენ შსს-ში 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები