1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ვაკეში, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა და ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა

პოლიციამ 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ნ. ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გვიან ღამით თბილისში, ვაკეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი - ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო "ბერეტას" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და 7 ვაზნა, ასევე, იარაღის მაყუჩი და დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი,"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება ძარცვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები