1 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავში მობილური ტელეფონების ქურდობისთვის 18 და 19 წლის ბიჭები დააკავეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული ი.დ. და 2000 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს რუსთავში, „ნოკიას“ ფირმის ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს, მოპარული ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები