1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

 მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს, მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მალხაზ კობაურისთვის პატიმრობის შეფარდებას ბრალდების მხარე ითხოვდა. ​

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. კერძოდ, მალხაზ კობაურს ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მალხაზ კობაურისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები