1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოკლული 4 წლის ბავშვი პოლიციასთან დატოვეს

ბათუმში მოკლული ბავშვი პოლიციასთან დატოვეს.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მიდია კახიძის ინფორმაციით, სწორედ პოლიციამ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

"სასწრაფოში დაზარალებულების მხრიდან გამოძახება არ დაფიქსირებულა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა პოლიციამ მე-7 განყოფილებაში გამოიძახა, სადაც დაღუპული ბავშვი სავარაუდოდ ოჯახმა მიიყვანა. მედიკოსებმა სიკვდილი დააფიქსირეს" - ამბობს კახიძე მაუწყებელთან. მისი ინფორმაციით, ბავშვს გარეგნულად დაზიანებები არ დაფიქსირებულა, რამ გამოიწვია გარდაცვალება ექსპერტიზა დაადგენს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელსაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები