0 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წაღვერში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 5 ვერტმფრენი ჩაერთო

ჩამოტვირთვა

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით შექმნილმა საგანგებო შტაბმა თათბირი გამართა და დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. შტაბის წევრებმა, ადგილზე არსებული ვითარების შეფასების შედეგად, დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ღონისძიებების კონკრეტული გეგმა დასახეს.

მთელი დღის განმავლობაში, უშუალოდ ცეცხლის კერებთან, ინტენსიურად მუშაობდა ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა გზა, რომლის მეშვეობითაც მოხდა მიუვალ ადგილებში, ცეცხლის კერებამდე ავტოტექნიკის შეყვანა. ცოცხალ ძალასთან და მძიმე ტექნიკასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა 3 საჰაერო ტექნიკა. ვერტმფრენებმა დღეს 166 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს.

ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება. მკვეთრად შემცირებულია დაკვამლიანების დონეც.

ხვალ, დილიდან, ხანძრის ქრობის პროცესში, 5 საჰაერო ტექნიკა ჩაერთვება - საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან და კერების დამუშავების პროცესს განახორციელებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები