1 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი კაპანაძე: ,, 3 ივლისი, 20 საათი - საქართველო რუსთაველზე."

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე მიმართვას ავრცელებს: 

" უკიდურესად სახიფათოა, ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მოქალაქეთა დაპირისპირების ორგანიზება რეგიონებში...

შეგახსენებთ: 

ზუსტად ასე იქცეოდა შევარდნაძის ხელისუფლება 2003 წელს, ვარდების რევოლუციის წინ. 

მსგავსი მცდელობა ჰქონდა ასლან აბაშიძესაც, 2004 წელს, აჭარის რევოლუციის დროს.

ხიდჩატეხილობის საშიშ ტრადიციას აგრძელებს ოცნებაც, რომელიც გარდაუვალ დასასრულს უახლოვდება...

ქართველი ხალხის არჩევანი არ არის სიღარიბე და კომფრონტაცია. 

ქართველი ხალხის არჩევანი არის დეოლიგარქიცაზია, კეთილდღეობა და ევროპა.

 

3 ივლისი, 20 საათი - საქართველო რუსთაველზე."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები