2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გეპეის" საფინანსო დეპარტამენტის უფროსი დააკავეს, რომელმაც უნივერსიტეტის კუთვნილი 1 288 000 ლარი მიითვისა

პროკურატურის ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე "ტექნიკური უნივერსიტეტის" საფინანსო დეპარტამენტის უფროსი დააკავეს.

ის დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა "ტექნიკური უნივერსიტეტი"-ს კუთვნილ 1 288 000 ლარს.

გამოძიებით დადგინდა, რომ "ტექნიკური უნივერსიტეტის" საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად - საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირციხებოდა.

გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ "ტექნიკური უნივერსიტეტი"-ს თანამშრომლებს, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.

მ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები