2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამებაში ქვეწარმავლების გამო, საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, გველების მომრავლების გამო, საჯარო სკოლა მეორე კვირაა დისტაციურ საწვლებაზეა გადასული. მასწავლებლების თქმით, ქვეწარმავლები იატაკიდან და კედლებიდან საკლასო ოთახებში შემოდიან. მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, სწავლა  დისტანციურად ტარდება.

"საკლასო ოთახებსა და სამასწავლებლოში შემოდიან. ძველი სკოლაა და შეიძლება საძირკველში არიან. ეზოშიცაა, კედლებზეც. სხვადასხვა ჯიშის ოჯახები არიან, ერთმანეთში არიან გადახლართულები. 10 წელია აქ ვარ, კბენის შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ეშინიათ ბავშვებს", – ამბობს "სამხრეთის კარიბჭესთან" ქართული ენის მასწავლებელი, გულნაზი ჩილინგარაშვილი.

მისივე თქმით, ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, სკოლაში საწავლო პროცესი შენობის და ეზოს შემწამვლის შემდეგ განახლდება.

"მეორე კვირაა დისტანიურად ვართ და სავარაუდოდ ერთი კვირა კიდევ ვიქნებით, ტერიტორია უნდა შეიწამლოს. სოფელშიც ბევრია. სავარაუდოდ მადათაფას ტბა ჩვენთან ახლოს, რომ არის მიზეზი ესაა", – ამბობს მასწავლებელი.

 სამების საჯარო სკოლაში 13 მოსწავლეა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები