0 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

20 თებერვალს, ევროპის დიდ ქალაქებსა და ვაშინგტონში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

 


ცნობილი რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ორგანიზებითა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჩართულობით, მიმდინარე წლის 20 თებერვალს, ევროპის დიდ ქალაქებსა და ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციის მიზანი, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა. აქციის მონაწილეები, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ამერიკის ხელისუფლებას მიმართავენ თხოვნით რომ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ემიგრანტები. აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის  მძიმე მდგომარეობა აწუხებს. წინასწარ გახდება ცნობილი აქციის ქალაქი, ადგილი და დრო.

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირველ პირებს, პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ მარკ ფეიგინთან, რათა 20 თებერვალს დაგეგმილი საერთაშორისო აქცია, შედეგზე ორიენტირებული იყოს.

მარკ ფეიგინი რუსი უფლებადამცველი და პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეა. იგი რუსეთში, კერძოდ კი, სამარაში, 1971 წლის 3 ივნისს დაიბადა. ფეიგინი განათლებით დიპლომატია, იცავს ადამიანის უფლებებს და მხარს უჭერს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

“მოვუწოდებთ ყველას, ვინც შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით, მიდით თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის დედაქალაქში პარლამენტთან და მთავრობის სახლთან! ისინი უნდა ჩაერთონ ამ პროცესში”, - ამბობს იგი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები