0 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"რუსეთის აგენტურა „coming out“-ს აკეთებს საქართველოში"- ოქრიაშვილი

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს: 

ბატონმა ივანიშვილმა „გამოაგორა“ კობახიძე და ავტობუსების ორმაგ ფასად შემსყიდველი კალაძე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროპა, ევროკავშირი, დასავლეთი და არაფერი არ უნდათ, თუ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და თუ ვერ განაგრძობენ ამ ქვეყნის გაქურდვას, ანუ საქართველოს ბიუჯეტში ხალხის მიერ გადარიცხული გადასახადების ქურდობას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 20 წელია, ყველა კვლევა ადასტურებს ქართველი ხალხის 80 %-ის მისწრაფებას ევროკავშირისა და დასავლური ღირებულებებისკენ. ამ სამწუხარო მოცემულობაში, ერთ რამ არის ძალიან კარგი - რუსეთის აგენტურა „coming out“-ს აკეთებს საქართველოში!

რუსეთის აგენტურა „ჩაირეცხება“ და საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში. პროცესი დაწყებულია - შედეგი გარდაუვალი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები