0 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით პროდუქტების ფასი გაიზარდა

„საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა.

მათივე მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით ფასები 22.1%-ით გაზრდილია რძეზე, ყველსა და კვერცხზეც.

„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (26.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (22.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (20.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), თევზეული (12.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.4 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (13.2 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება მიმდინარე თვის მონაცემებს, „საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე.

მათივე მონაცემების თანახმად, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 2 პროცენტით შემცირდა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), შაქარი,ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.9 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.8 პროცენტით, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (-1.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.1 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები