1 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,"მართმადიანი" ვარო ტრიბუნებიდან რომ სპეკულირებს, თავისივე შვილის ნათლიას და მისივე ქმრის მეჯვარეს რომ გაყვა ცოლად, მოქმედი ქმრის პირობებში"


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის შვილის განცხადებას ეხმაურება. თეიმურაზ გურჯისტანის თქმით, ის მზად არის დებატებში მიიწვიოს გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი.

"უკაცრავად, ანუ ქართულ ოცნებას (არ მითხრათ ახლა რომ ეს აცეტებული გორჯესტანი ქართულ ოცნებასთან რა კავშირშიაო) შეუძლია სრულიად ამაზრზენი და დაუშვებელი მეთოდებით ურტყას გრიგოლ ვაშაძეს წელს ქვემოთ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეუძლია ჩვენი პირადი ცხოვრების ვიდეოებით გვაშანტაჟოს, გამოაქვეყნოს კიდეც, გვაიძულოს, ჩვენი ადიულტერის თაობაზე საჯაროდ ვისაუბროთ და ჩვენი ოჯახები დანგრევის პირას მიიყვანოს. საპასუხოდ, ჩვენ ყველანი მაღალზნეობრივი დუმილით გულხელდაკრეფილები უნდა ვისხდეთ და ნამუსი ვუნახოთ საქართველოს მოღალატეს და ამით ირიბად ხელი შევუწყოთ მის გაპრეზიდენტებას? ვდუმდეთ, მაგალითად იმაზე, მოღალატე სალომე ზურაბიშვილი, "მართმადიანი" ვარო ტრიბუნებიდან რომ სპეკულირებს, თავისივე შვილის ნათლიას და მისივე ქმრის მეჯვარეს რომ გაყვა ცოლად მოქმედი ქმრის პირობებში, რაც, მაგალითად, აშშ-ში და ცენტრალური ან დასავლეთ ევროპის ნებისმიერ კონსერვატულ საზოგადოებაში სრულიად დაანგრევდა მის კანდიდატურას (უფრო სწორად, კანდიდატობამდეც ვერ მიაღწევდა)?

არ გამოვა. quid pro quo. თქვენ ეს სრულიად დაიმსახურეთ. მიდით ახლა კაგებეშნიკი ჯანრი კაშიას სული გამოიძახეთ თეფშით და ნინო ანანიაშვილთან მისი დებატები მოითხოვეთ,"-წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები