1 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიორგი კაპანაძე : " ლავროვის ფავორიტი სალომე ზურაბიშვილი თუ საქართველოს სინდისი, გიორგი ანწუხელიძე?"

  "ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

 "9 აპრილს არავის მკვლელობა არ უნდოდა რუსეთს, თავად მოიკლეს თავი "გასართობად მისულმა ახალგაზრდებმა".

 არც 2008-ში სურდა ოკუპანტს ასობით ჩვენი სამხედროს დახოცვა. თავად იწამეს თავი...

 არც ოთხოზორია მოუკლავთ სეპარატისტებს, წაიქცა და ავტომატი დაიხალა.

 არც ტატუნაშვილი უწამებიათ ცხინვალში არაადამიანურად, კიბიდან დაგორდა და გარდაიცვალა.

არც აფხაზეთი წაურთმევიათ და არც სამაჩაბლო - ჩვენ ვაჩუქეთ. 

არც ნახევარ მილიონამდე ჩვენი თანამოქალაე გაუგდიათ სახლებიდან - თავად წამოვიდნენ. 

 არც ათასი საზიზღრობა და საშინელება ჩაუდენიათ "გეორგიევსკის ტრაქტატიდან" მოყოლებული დღემდე - ყველაფერი ჩვენ გამოვიგონეთ❗️

პირდაპირ თუ ირიბად, ამას ამბობენ ეს კრემლის ორკები.

ამიტომ, ასე მარტივი მართლა არასოდეს ყოფილა არჩევანი: 

პრორუსი ტრისტან წითელაშვილი თუ ლეგენდარული გენერალი დევი ჭანკოტაძე?

ტერორისტი იგორ გიორგაძე თუ გმირი ძმები რომელაშვილები?

როდიონოვის მემკვიდრე იური მეჩითოვი თუ როდიონოვის ჯალათების მიერ ნიჩბებით აჩეხილი თამრიკო ჭოველიძე?

ლავროვის ფავორიტი სალომე ზურაბიშვილი თუ საქართველოს სინდისი, გიორგი ანწუხელიძე?

აი, ასეთი მდგომარეობაა მეორე ტურში."- ნათქვამია მიმართვაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები