1 4 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,გიორგი გაბუნია ივანიშვილის მიწვევას ვერ მიიღებს"- ნიკა გვარამია

ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური არხის, "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "ტვ პირველის" სამ ჟურნალისტს - გიორგი გაბუნიას, ირაკლი ჩიხლაძესა და ინგა გრიგოლიას ინტერვიუზე იწვევს.  

აღნიშნულ ფაქტს ნიკა გვარამია ეხმაურება. გვარამია აცხადებს, რომ სწორედ ამ დღეს გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა "არჩევანი" აქვს და ამიტომ ის „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს, თუმცა „კვირის აქცენტების“ წამყვანს ეკა კვესიტაძეს შეუძლია ინტერვიუზე მისვლა, თუკი ამას ივანიშვილი დათანხმდება.

ინტერვიუ არ იქნება „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში. ნიკა გვარამიას კი თავად აქვს შეთავაზება ყოფილ პრემიერთან და მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან. ის ბიძინა ივანიშვილის მწვავე კითხვებზე საპასუხოდ „კვირის აქცენტებში“ ეპატიჟება.

"გიორგი გაბუნიას აქვს ხვალ საავტორო გადაცემა "არჩევანი," შესაბამისად იგი ვერ შეძლებს ამ შეხვედრაზე ყოფნას. ჩვენ თუ შეთავაზება ისევ ძალაშია, ეკა კვესიტაძის გაგზავნას ვაპირებთ ამ ინტერვიუზე.

"ამას გარდა, ძალიან უხერხულია, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ არის მიწვეული დიდი გულშემატკივარი კი არ ვარ ამ არხის, მაგრამ უხერხულია უბრალოდ და ასევე სხვა არხებიც, რატომ არ არის მაგალითად, "კავკასია" და ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც თუ ვინმეა ამ ქვეყანაში ჟურნალისტი და ვინმეს შეუძლია შეკითხვების დასმა მწვავედ და საინტერესოდ, მათ შორის ნინო ჯანგირაშვილიც არის. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, ძალიან გვაღელვებს.

"ჩვენ ჩვენს პასუხს აგერ ვაცხადებთ, ლაივი ცხადია არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი "ჰარდ თოქი" - ეს არის "კვირის აქცენტები." მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას. ეს არ იქნება მისთვის მსუბუქი გასეირნება, მაგრამ იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის,“-ამბობს ნიკა გვარამია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები