1 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„კახი, ოჯახის წევრიც არ გინდოდეს ასეთი, ვიდრე - თანამშრომელი!..“

მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში კახი კალაძეს მიმართავს:

„SOS!!! SOS!!! 
ღია მიმართვა
ქ. თბილისის მერს, კახი კალაძეს!..
კახი, მოგმართავთ არა თხოვნით, არამედ - გულწრფელი რჩევით: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მერიის სამსახურიდან, ვინმე ქეთი ლაგვილავა, რომელიც „ქართული ოცნების“ სახედ გვევლინება და, სინამდვილეში, არცხვენს 2012 წლის ბრძოლის მონაგარს და მისი არაორდინალურობით არა მარტო თქვენი პარტიის სამარცხვინო წევრობას ამტკიცებს, ქართველი ქალის მანდილსაც შეურაცხყოფს, დედობის რაობას თავლაფს ასხამს და, ამაზრზენი „აღფრთოვანებითა და სიხარულით“ გამოხატული საზეიმო შეფასებებით რუსეთში დატრიალებული ტრაგედიის მიმართ, თავს ჭრის ქალობისა და ჰუმანურობის არსებობას დედამიწაზე...

ოჯახის წევრიც არ გინდოდეს ასეთი, ვიდრე - თანამშრომელი!..ცხადია, ამ ქალბატონისთვის ასეთი „სასჯელი“ არაფრის შემგნებია, რადგან, უფალი თუ განსჯის მხოლოდ მის „აღტყინებას“, თუმცა, მავანმა არ იფიქროს, „ქართული ოცნების“ წევრობაა წამახალისებელი მისი დაუნდობლობის გარდაცვლილი ბავშვებისადმი და მასავით ფიქრობს დანარჩენი წევრებიცო, ამის უარსაყოფად, ზომების გატარება ნამდვილად გმართებთ!!..“


კომენტარები

მსგავსი სიახლეები