1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ვისურვებდი რომ თავიდან დავიბადო, რომ ისევ ეს 38 წელი მქონდეს გასავლელი, როგორც დედაჩემის შვილს..."- ნოე სულაბერიძე

ტელეწამყვანი და პროდუსერი ნოე სულაბერიძე დედის გარდაცვალების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. 

"ყველას მინდა მადლობა გითხრათ გვერდში დგომისთვის, ყურადღებისთვის და დარდის გაზიარებისთვის, ყველას ვინც მოვიდა, მომწერა, დარეკა თუ ნებისმიერი სხვა ფორმით გამოხატა. მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც წუთით არ მომშორებიან და თავიანთი ქმედებით ბევრი შეუფასებელი რამ დამანახეს...

დღეს ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და ვინმემ რომ მკითხოს ყველაზე მეტად რას ვისურვებდი, ვისურვებდი რომ თავიდან დავიბადო... რომ ისევ ეს 38 წელი მქონდეს გასავლელი, როგორც დედაჩემის შვილს... თუმცა რათქმაუნდა მესმის რომ ეს შეუსრულებლად დარჩება...

მიუხედავად იმისა რომ ჩემი თქმა შეიძლება არც გჭირდებოდეთ, მომიტევეთ ყველამ, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან და ძალიან მინდა ყველას გითხრათ, გთხოვოთ... დედებს რაც შეიძლება მეტი მოეფერეთ და მეტი სითბო აჩუქეთ🙏🏻❣️ ერთი ზედმეტი ღიმილი და თბილი სიტყვა მათთვის მთელი ბედნიერი დღეა...

ეს დღეები, ყველაზე ძალიან რომ მენატრება, მარტო იმაზე ვფიქრობ დედას კიდევ როდის ვნახავ და როცა ეს გავაჟღერე ჩემმა მეგობარმა იქვე მიპასუხა... ჯერ არა, მაგრამ მოვა დრო და ლილი თვითონ მოგაკითხავს და ისევ თავისთან წაგიყვანსო... არავინ ვიცით ვის რა გვიწერია, თუმცა მე ისღა დამრჩენია ყველაზე მეტად იმის მჯეროდეს რომ ადრე თუ გვიან ეს ისევ აუცილებლად მოხდება... ასე რომ... არვიცი როდემდე, მაგრამ... დროებით ჩემო ლილი... "- წერს ნოე სულაბერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები