1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ეკა მიშველაძემ ჩემი 8 თვის ორსული რძალი სკამზე არ დასვა და გამოაპანღურა” - პრეზიდენტის პრესმდივანი სკანდალში გაეხვა

ნანა გაბუნია სოციალურ ქსელში  აღწერს შემთხვევას, რომელიც მას და მის 8 თვის ორსულ რძალს ეგვიპტის  აეროპორტში შეემთხვათ.

„გუშინ ჩამოვფრინდი ეგვიპტიდან. იმის მაგივრად, რომ კარგ რაღაცეებზე ვწერდე და ლამაზ ფოტოებს ვდებდე, იძულებული ვარ, ამ “სათნო” ქალბატონის
საქციელზე დავწერო და მისი ფოტო დავდო…
როგორც იცით, გამოცხადებული იყო გრიგალი, ჩვენ კი ამ დროს მოვფრინავდით თბილისში. ხურგადას აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი იყო და მოსაცდელ დარბაზში ყველა სკამი (ადგილი) დაკავებული.

ჩემი 8 თვის ფეხმძიმე რძალი დაიღალა და მისთვის დასაჯდომ ადგილს ვეძებდით. ეკა მიშველაძის გვერდით თავისუფალი ადგილი დავინახეთ და იქით წავედით. ქალბატონმა ეკამ არ დასვა! ადგილი დაკავებულიაო, უთხრა და უკან გამოაპანღურა!

აი, ზუსტად ასეთი უნდა იყოს პრეზიდენტის პრეს-მდივანი, ასეთი მორალის! ჩემი აღშფოთების (ჩხუბის) შემდეგ, მხოლოდ ერთმა გოგონამ დაუთმო ადგილი.

P.S. სხვათა შორის იქ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის “ინფოტურის” მონაწილე ჟურნალისტები იყვნენ ძირითადად… “. – წერს ნანა გაბუნია ფეისბუქში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები