1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნათელაშვილი: "სვეტობა მსხვერპლს მოითხოვს,აბა როგორ"

 შალვა ნათელაშვილი გიორგი გაჩეჩილაძის მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას, რომელიც  სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კარტერულ შეთანხმებას ეხება  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"აჰა უცნობს შემოაკლდა ფული და იღრიალა ვითარცა მყვირალობისას ხარ-ირემმა ბორჯომის ნაკრძალში. აბა თქვენ იცით ვაკელ-ვერელებო და მთელი ქვეყნის სხვა სვეტებო,აშოვნინეთ ბავშვს რამდენიმე მილიონი კიდევ,გაყევით კუდში, სვეტობა მსხვერპლს მოითხოვს,აბა როგორ გინდათ."

 შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძე სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კარტერულ შეთანხმებაზე ალაპარაკდა,  მან და "სიტროენ ჯორჯიას" ადვოკატებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ამ შეთანხმებებით ათეულობით მილიონი ლარის ზარალი სახელმწიფოს ადგება.

„მე იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ მას SMS-თაც კი მივწერე, რომ ძალიან დიდი უსამართლო ხდება მეთქი სახელმწიფო შესყიდვებში. მეორე დღეს მის თანაშემწეს შევხვდი და მან მითხრა, რომ სასამართლოსთვის მიმემართა. აქ მივხვდი თუ რამდენად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია ის. სანამ ამ ბიუჯეტის ხვრას და არასახელმწიფოებრივ მიდგომას არ შეეშვებიან, მითუმეტეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პრინციპში დღეს აღარ არის ეს ადამიანი წარმომადგენელი, ვისზეც ვსაუბრობ, არც მინდა მისი გვარის დასახელება და სარგებლობენ პრემიერმინისტრის ხასიათით, წესიერებით, ამიტომაც დგამენ ასეთ ნაბიჯებს.

"როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და წოვენ სისხლს მერამდენე წელია და ამით უნდათ, რომ გასვარონ გიორგის პატიოსნება, ღირსეული ადამიანის სახელი, ამას მე პირადად არავის შევარჩენ. მას შეეძლო ჩარეულიყო კიდეც, მაგრამ ზუსტად ამიტომაც ვაფასებ, რომ არ ჩაერია,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.




კომენტარები

მსგავსი სიახლეები