1 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“სიკვდილს რატომ არ დასცინე” – გარდაცვლილი მოზარდის მამიდის ემოციური პოსტი

თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს გარდაცვლილი დათო ს-ს მამიდა, სოციალურ ქსელში ძმისშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება:

„ჩვენო გამანდგურებელო, ეს რა გვიქენი ჩვენ ხო გვჯეროდა შენი რო გაუძლებდი, ჩემო გოლიათო, შენ ხო მამიდას არასდროს უჯერებდი, არც გუშინ დაუჯერე, რომ გევედრებოდა არ წასულიყავი, ამისთვის როგორ გაგვიმეტე, როგორ მიგვატოვე, უშენოდ როგორ დაგვტოვე, შენსავით ვის ვეჩხუბო ახლა, შენსავით ვინ გამაბრაზებს ეხლა, ვაა ხათო მოხვედის არასდროს აღარ მეტყვი, ყველა კითხვაზე რომ პასუხი გქონდა, ჩემო ნიჭიერო, რომ გეჩხუბებოდი და დამცინოდი, სიკვდილს რატო არ დასცინე, სიკვდილს რატო ვერ მოერიე, ჩემო ბიჭო, უსასრულოდ შენი ღიმილის სანატრელი და ვერ დამნახველი რატო დაგვტოვე, ჩემო გოლიათო“,- წერს გარდაცვლილის მამიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები