2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპატრულო პოლიციის ავტომანქანა 8 მეტრის სიმაღლიდან ეზოში გადავარდა და დაიმტვრა

ინციდენტი მოხდა თბილისში დღეს დილის 6 საათზე. პოლიციის ავტომობილი, რომელიც ფანასკერტელის ქუჩის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა, 8 მეტრის სიმაღლიდან ეზოში გადავარდა და დაიმტვრა.

ავტომობილი ეზოში მდგარ მანქანას დაეცა და დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციარუსთავი 2-ს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.

შემთხევიდან რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური მივიდნენ. ადგილობრივების თქმით, მათი ეზოს თავზე გზა გადის, რომელსაც არ აქვს დამცავი ჯებირი და მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა. 

ფაქტის გადასამოწმებლად რუსთავი 2 შსს-ს დაუკავშირდა. სამინისტროში ადასტურებენ, რომ მანქანა მათი უწყების საკუთრებაა და თბილისის პოლიციის სამმართველოს ერთერთ დანაყოფს ეკუთვნის.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა,“ - განუცხადეს რუსთავი 2-ს შსს-ს პრესსამსახურში. 

 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები