0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან, უფროსთან. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. იყავით სამართლიანი და ეცადეთ, დღევანდელმა უსიამოვნებამ საახალწლო დღესასწაული არ გაგიფუჭოთ. 

კურო
საქმეებით დატვირთული დღე გელით. ყურადღება გმართებთ პარტნიორების, კოლეგების შერჩევისას. თუ გადაწყვეტთ, ექიმს გაესინჯოთ, მკურნალობას დღესვე ნუ დაიწყებთ. 

ტყუპი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან, საყვარელ ადამიანთან. ერთად მოიფიქრეთ საახალწლო დღესასწაულის გეგმა. სამსახურში მოსალოდნელია გართულება. სიფრთხილე გმართებთ საგადასახადო ინსპექციასთან, მევალეებთან. 

კირჩხიბი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, უმჯობესია, კოლეგების დახმარებით. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. რჩევისთვის მიმართეთ მშობლებს, საყვარელ ადამიანს. 

ლომი
ადვილად მოაგვარებთ წარმოქმნილ სირთულეებს. საქმიან პარტნიორებთან შეხვედრისას მეტად გამოავლინეთ მოთმინება, დიპლომატიურობა. იგივე გმართებთ ახლობლებთან ურთიერთობისას. 

ქალწული
ფინანსები მოზომილად ხარჯეთ. ნათესავებთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები, საოჯახო ბიუჯეტი. გამონახეთ დრო ჰობის, დასვენებისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. 

სასწორი
საქმეებითა და ემოციურად დამღლელი დღე გელით. წარმატება თქვენს პროფესიონალიზმზე, ენერგიულობასა და მოთმინებაზეა დამოკიდებული. იყავით მეტად მიზანმიმართული და მობილიზებული. 

მორიელი
დღეს სამსახურის საქმეები პირად ცხოვრებაზე წინ უნდა დააყენოთ. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. გადაამოწმეთ პარტნიორები, რომლებთანაც ახალი პროექტების დაწყებას აპირებთ. 

მშვილდოსანი
დაასრულეთ დაწყებული პროექტები. გამოგიჩნდებია ახალი თანამოაზრეები, საქმიანი პარტნიორები, მაგრამ ახალ საქმეებს დღეს ნუ დაიწყებთ. დახმარება გამოცდილ მეგობრებს სთხოვეთ. 

თხის რქა
სასურველის მისაღწევად მზად ხართ ყველაფერი მოიმოქმედოთ. თუმცა, დღეს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, დაკვირვებულად იმოქმედეთ, ყურადღება გმართებთ წვრილმანებისადმი. 

მერწყული
კარგი დღეა უცხოელ კოლეგებთან დასამეგობრებლად, მათგან პროფესიონალური რჩევების მისაღებად. გაფრთხილდით მოშურნეებმა მახე არ დაგიგონ. 

თევზები
დღეს დასვენებისთვის ვერ მოიცლით. ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ ქირურგიულ ოპერაციებს, მკურნალობის დაწყებას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები