0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები - პრემიერ-მინისტრის საგანგებო ბრიფინგი

ჩამოტვირთვა

სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია უკვე ოფიცილაური დეტალები ცნობილია. საგანგებო ბრიოფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა გამართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. უწყებას ფინანსთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ის ასევე ინარჩუნებს პირველი ვიცე პრემიერის პოსტს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილის პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მას ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გვახარია შეცვლის. 

პრემიერმინისტრის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, შს სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმა ხდება. რეორგანიზაციის შედეგად კი, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც ყოფილი შს მინისტრი უხელმძღვანელებს. 

პრემიერმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ქუმსიშვილის შემცვლელად „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა.

ცვლილებების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი, მინისტრის პოსტს კი  მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის კომპონენტთან ერთიანდება. კვირიკაშვილის თქმით, მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.

ოპტიმიზაციას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან ხდება სამინისტროების გაერთიანება და მათი რაოდენობის შეკვეცა. ასევე კანონმდებლობის თანახმად, მთავრობაში მინისტრების 1/3-ის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება სჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები