0 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს პრეზიდენტის სამძიმარი ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  სახალხო პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"გული დამწყვიტა თვალსაჩინო პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებამ. სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით განმსჭვალული, ორიგინალური ხელწერით გამორჩეული მისი პოეზია ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი ჯანსუღის თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების იდეალებით ნასაზრდოები უკომპრომისო მოქალაქეობრივი პოზიცია ხმამაღლა უპირისპირდებოდა კონფორმიზმსა და უიმედობას.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახსა და ახლობლებს,"- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები